სამუშაო შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

    9 ნოემბერს, ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სამუშაო შეხვედრა შედგა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძესა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე ისაუბრეს კერძო პროფესიულ სასწავლებლების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო პრაქტიკაზე დაფუძნებული (დუალური) პროფესიული განათლების სისტემის დანერგვა აჭარის რეგიონში.
მხარეები შეთანხმნენ, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კოორდინაციას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს.

09,11,2018

Previous post:

Next post: