COVID-19 რჩევები და უსაფრთხოების წესები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-227/ო და შესაბამისი რეკომენდაციების “სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე” გათვალისწინებით შავი ზღვის ბიზნესის აკადემიაში შემოსვლისა და შენობაში ქცევის წესები

შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სასწავლებლის შენობაში შემოსული პირების ინფორმირება და თვალსაჩინო ადგილას COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გამოკვრა

2. სასწვლებლის შენობაში შემოსული ან და შენობასთან მოსული პირი, უსაფრთხოების მიზნით ვალდებულია დაიცვას ქვემოთ მოცემული წესები:

  • –  პროფესიული მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლებელში მიღება ხდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული გეგმა/ცხრილით;
  • – სასწალებლის შენობაში აკრძალულია პირბადის გარეშე შემოსვლა;
  • – სასწალებლის შენობაში აკრძალულია პირბადის მოხსნა;
  • – წინასწარ შეთანხმებული ცხრილის გარეშე სასწავლებელში ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ სატელეფონო ნომერზე 555506044 დარეკვით და წინასწარ ჩაწერით;
  • –  შენობაში შემოსვლამდე (შენობის გარეთ კარებს მიღმა) ყველა პირი ვალდებულია გაიაროს თერმო-სკრინინგი (სიცხის გაზომვის პროცედურა);
  • – ზომაზე მაღალი სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში პირი შენობაში არ შემოიშვება, მოხდება მისი მონაცემების სპეციალურ აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირება და 112–ში დრეკვა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში);
  • – შენობაში შემოსვლისას ყველა პირი ვალდებულია  გაიაროს დეზობარიერზე;
  • – შენობაში სავალდებყულოა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • – აკრძალულია აუდიტორიაში განლაგებისას ერთმანეთის პირისპირ დასხდომა;
  • – სასწავლელის შენობაში გაკვეთილის  მიმდინარეობის დროს სავალდებყულოა 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • – ყველა პირი ვალდეულია გამოყენებული პირბადე, ხელთათმანი, სახის ფარი, სამედიცინო ქუდი, სამედიცინო ხალათი, ბახილები გამოყენების შემდეგ მოათავსონ სპეციალურ დახურული ფეხით ასახდელ კონტეინერში;
  • – შენობაში შემოსვლისას ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს სასწავლებლის თანამშრომლების მოთხოვნებს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში – წინააღმდეგ შემთხვევაში პირი შენობაში არ დაიშვება;
  •  სასწავლებლის ტერიტორიაზე ვირუსული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, ან სავარაუდო შემთხვევისას ინფიცირებული/საეჭვო პირი თავსდება სპეციალურ ოთახში შესაბამისად აღჭურვილი (პირბადით, სახის ფარით დამცავი სათვალით, ხელთათმანით და ხალათით) პირის ზედმხედველობის ქვეშ. აღნიშნულის შესახებ სასწვლებლის შენობაში მყოფი ყველა თანამშრომელი ვლდებულია სასწრაფო დრეკოს 112–ში (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში), ოპერატორს მიაწოდოს დეტალური იფორმაცია არსებული გარემოების შესახებ და იმოქმედოს მიცემული ინსტრუქციის შესაბაამისად / დაელოდოს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას;
  • – უკონტაქტო თერმომეტრის გაფუჭების შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ახალი ელექტრო თერმომეტრის შეძენამდე სიცხის გასასინჯად გამოიყენება სასწავლებელში არსებული სხვა თერმომეტრით, რომლის გამოყენების შემდეგ მოხდება მისი პოლიეთილენის პარკში შენახვა 6 დღის ვადით (პარკზე ფლომასტერით უნდა დაეწეროს იმ პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელმაც მოიხმარა თერმომეტრი), რის შემდეგაც მოხდება მისი ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი წესის მიხედვით შესაბამის სამსახურში; – დასაქმებულეი ვალდებულნი არიან შენობაში ყოფნისას გაიარონ სიცხის კონტროლის პრცეურა ყოველ 2 საათში (უკონტაქტო თერმომეტრის საშუალებით);

სასწავლებელში ვიზიტამდე გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაეცნოთ COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია

ინფორმაცია COVID-19 პრევენციის შესახებ