ქართული ენა უცხოელებისთვის

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია                                                                             

  • კურსის სახელწოდება: ქართული ენა უცხოელებისთვის
  • კურსის საფეხურები: ორი. საფეხური 1  – დამწყები და საფეხური 2 ელემენტარული
  • პროგრამებზე ჩარიცხვა მოხდება გამოცდების გარეშე;
  • პროგრამის ხანგრძლივობა სწავლა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს; შეხვედრები კვირაში 2-ჯერ – შეხვედრის ხანგრძლივობა 2 აკადემიური საათი;
  • პროგრამა შექმნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და აქვთ სურვილი შეისწავლონ ქართული ენა, მიუხედავად ამისა პროგრამის გავლა შესაძლებელია ყველა დაინტერესებულ პირთათვის მათი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ ქართულ ენაში მომზადებას როგორც უცხო ქვეყნის ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას.
  • საფეხური 1  “დამწყები” განკუთვნილია ქართული ენის დამწყები შემსწავლელებისათვის. საფეხური 1-ის დასრულების შემდგომ შემსწავლელი ძალიან მარტივი ენობრივი საშუალებებით შეძლებს: საკუთარი პიროვნების, საქმიანობის, ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაცემას; ყოველდღიურობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის დამყარებას; წერილების, მისალოცი ბარათების გაგებასა და დაწერას; სარეგისტრაციო კითხვარების შევსებას; ნაცნობ, ყოველდღიურობასა თუ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ნელა და გარკვევით მიმდინარე საუბარში მონაწილეობას.
  • საფეხური 2 “ელემენტარული” განკუთვნილია იმ შემსწავლელებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ საწყისი ცოდნა ქართულ ენაში. საფეხური 2-ის დაუფლების შემდეგ შემსწავლელს შეეძლება: გაიგოს, თუ რაზეა საუბარი მოკლე, მარტივ, მკაფიოდ ნათქვამ შეტყობინებებსა და განცხადებებში; მარტივი და პატარა ტექსტების წაკითხვა და გაგება; ადვილად მისახვედრი ინფორმაციის პოვნა რეკლამაში, მენიუში, ცხრილში; მისთვის ნაცნობ ან საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე მცირე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა; ელემენტარული ინფორმაციის მოთხოვნა და გაგება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბანკში, აფთიაქში; მარტივი ფრაზებითა და წინადადებებით საკუთარი ოჯახის, სწავლის, სამსახურის, ქვეყნის, ინტერესის სფეროს შესახებ საუბარი და წერა, ასევე მარტივი, პირადი წერილების წერა.

თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ სწავლის საფასური პირდაპირ აკადემიის საბანკო ანგარიშზე თანხების გადარიცხვის გზით. პროგრამის ფარგლებში ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სასწავლო მასალებით.

სერტიფიკატი

  • ქართულ ენაში მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საფეხურის ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
  • ჩარიცხვა

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა,
  2. პირადობის მოწმობის ასლი.

რეგისტრაციის გრულყოფილად გასავლელად, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი პირადობა/პასპორტი ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: bsbusinessacademy@gmail.com ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე, საქართველო, ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის ქ. 14. ვიზიტის დასაჯავშნათ, 1 დღით ადრე დაგვიკავშირდით ტელეფონზე 555506044.

საკონტაქტო ინფორმაცია