სასტუმროს მიღება-განთავსება

  • პროგრამის სახელწოდება: სასტუმროს მიღება-განთავსება / რეცეპცია
  • პროგრამის საფეხურები: სამი საფეხური
  • დაჩქარებული პროგრამის საფეხური: ერთი საფეხური
  • პროგრამის ხანგრძლივობა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3 დღე, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს;
  • სწავლების ენა: ქართული.
  • სწავლის საფასური: თითოეულ საფეხურზე 800 ლარი;
  • პროგრამის მიზანიპროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს სასტუმროს ნომრების რეზერვაცია, სტუმრის მიღება – განთავსება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სტუმრებისა და ხელმძღვანელობისათვის.,სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციები და მოვალეობები, მათ კოორდინირებას ერთმანეთთან და ასევე სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან. სასტუმროს ტიპები, სასტუმროს სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესები: სტუმართმასპინძლობის ძირითადი პრინციპები,   სტუმრების ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება,  სასტუმროს მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამირების ძირითადი პრინციპები; ზოგადი მენეჯმენტის და მეწარმეობის საფუძვლები.
  • სასწავლო თემატიკა:
  1. ინგლისური ენა სასტუმრო საქმის სპეციალისტებისთვის,
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიები,
  3. მიღება-განთავსების დეპარტამენტის საქმიანობა,
  4. სამუშაოს ორგანიზება
  5. დაჯავშნის პროცედურების შესრულება
  6. სტუმრის მიღება-განთავსების პროცედურის შესრულება
  7. ცვლის პროცედურებისა და აუდიტის შესრულება
  8. სასტუმროს ძირითადი და დამატებითი მომსახურებების უზრუნველყოფა
  9. პრობლემური სიტუაციების მართვა
  10. სასტუმროს უსაფრთხოება
  11. კვებისა და სასმელების სამსახური,
  12. დასუფთავების სამსახური,
  13. ღონისძიებების ორგანიზება,
  14. პრობლემური სიტუაციების მართვა სასტუმროში,
  15. ტურიზმის მარკეტინგი,
  16. საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული რესურსები,
  17. მეწარმეობის საფუძვლები,
  18. საზოგადოებასთან ურთიერთობა,
  19. ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში,
  20. პროფესიული ეთიკა,
  21. პრეზენტაციის ტექნიკა,
  22. სასტუმროსმართვისკომპიუტერულიპროგრამა.

სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე). მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ონლაინში),
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  3. 2 ფოტო (¾).