ქართული ენა უცხოელებისთვის

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია                                                                             

  • პროგრამის სახელწოდება: ქართული ენა უცხოელებისთვის
  • პროგრამის საფეხურები: სამი.
  • პროგრამებზე ჩარიცხვა მოხდება გამოცდების გარეშე;
  • პროგრამის ხანგრძლივობა სწავლა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს; შეხვედრები კვირაში 2-ჯერ – შეხვედრის ხანგრძლივობა 2 აკადემიური საათი;
  • სწავლების ენა: ქართული.
  • პროგრამა შექმნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც აქვთ სურვილი შეისწავლონ ქართული ენა ქალაქ ბათუმში, მიუხედავად ამისა პროგრამის გავლა შესაძლებელია ყველა დაინტერესებულ პირთათვის მათი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ ქართულ ენაში მომზადებას როგორც უცხო ქვეყნის ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას.
  • სწავლის შედეგი – კურსდამთავრებულს ეცოდინება: ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე; ქართულ ენაზე მიღებული ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა; ქართულ ენაზე წერილობითი კომუნიკაციის წარმართვა; ქართულ ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავში­რებულ საკითხებზე კომუნიკაციისას.

კურსის ფარგლებში ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილია სასწავლო მასალებით. მათ აქვთ სრული წვდომა აკადემიის ყველა რესურსზე, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახზე, ბიბლიოთეკაზე, აუდიო-ვიდეო და კომპიუტერული პროგრამებზე.

სერტიფიკატი

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
  • ჩარიცხვა

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა,
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი,
  3. 2 ფოტო (¾).

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს “ლიბერთი ბანკი”
  • ბანკის კოდი LBRTGE22
  • დაწესებულების სახელი: შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემია
  • ანგარიში: GE73LB0113131144946000

საკონტაქტო ინფორმაცია