გარე მხარდაჭერის ექსპერტის ვიზიტი

16 და 17 ივნისს შავი ზღვის ბიზნესს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მოდულური პროგრამების დანერგვის გარე მხარდაჭერის ექსპერტი ქეთევან ლომაია, 16 ივნისს ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი გაეცნო აკადემიაში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგადაც დაწესებულების თანამშრომლებმა  მიიღეს რეკომენდაციები მოდულური პროგრამების დანერგვისა  და შიდა დაკვირვების  კითხვარების წარმოებასთან დაკავშირებით. 17 ივნისს მოხდა შავი ზღვის ბიზნეს აკადემიის ბაზის დათვალიერება, ამავე დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა გარე მხარდამჭერი  ჯგუფის სპეციალისტსა და აკადემიის  პერსონალს შორის, სადაც განხილულ იქნა მოდულური პროგრამების დანერგვის პროცედურები.

18,06,2017

Previous post:

Next post: