შეხვედრა მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში

2018 წლის 13 დეკემბერს, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში მოდულური/დუალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიორში მდებარე ის საგანმანათლებლო დაწესებულები, რომლებიც ახორციელებენ მოდულურ/დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კმაყოფილების კვლევა
  • პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემის ვერიფიკაციის პილოტირების შედეგები
  • მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის ანალიზი მხარდაჭერის ანგარიშების საფუძველზე
  • განახლებული სტანდარტების ჩეკლისტების ანალიზი.

14,12,2018

Previous post:

Next post: