ტურიზმის და სატუმრო მენეჯმენტი
- პროგრამის სახელწოდება: ტურიზმის და სატუმრო მენეჯმენტი
- პროგრამის საფეხურები: ორი საფეხური
- პროგრამის ხანგრძლივობა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3 დღე, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 2 საათს;
- სწავლების ენა: ქართული.
- სწავლის საფასური: თითოეულ საფეხურზე 750 ლარი;
- პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლეს გააცნოს ტურიზმის ინდუსტრია და შეასწავლოს სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციები და მოვალეობები, სასტუმროს ტიპები, სასტუმროს სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესები: სტუმართმასპინძლობის ძირითადი პრინციპები, მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამირების ძირითადი პრინციპები; სასტუმროს ნომრების რეზერვაცია, სტუმრის მიღება – განთავსება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სტუმრებისა და ხელმძღვანელობისათვის. სტუმრების ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება, ზოგადი მენეჯმენტის და სამეწარმეო სამართლის საფუძვლები; სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციებს და მოვალეობებს. კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ცალკეული ნაწილების მოვალეობებს, მათ კოორდინირებას ერთმანეთთან და ასევე სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან.
- სასწავლო თემატიკა:
- ინგლისური ენა სასტუმრო საქმის სპეციალისტებისთვის,
- ინფორმაციული ტექნოლოგიები,
- ტურიზმის ინდუსტრია,
- ფასწარმოქმნა ტურიზმში,
- ტურიზმის მარკეტინგი,
- შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში,
- საქართველოს გეოგრაფია,
- საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული რესურსები,
- საექსკურსიო მენეჯმენტი,
- მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯმენტი,
- კვებისა და სასმელების მენეჯმენტი,
- დასუფთავების სამსახური,
- სასტუმროს უსაფრთხოება,
- ღონისძიებების ორგანიზება,
- პრობლემური სიტუაციების მართვა სასტუმროში,
- მეწარმეობის საფუძვლები,
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
- ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში,
- პროფესიული ეთიკა,
- პრეზენტაციის ტექნიკა,
- სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა Opera (pms).
სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
- მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში) ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა,
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დაბადების მოწმობის ასლი.
- საკონტაქტო ინფორმაცია: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 116 და ჰაიდარ აბაშიძის ქ. 14 (ყოფილი ტურგენევის 14 ) კვეთაში.
- ტელ: ტელ: 555 50 60 44.
- ელ.ფოსტა: bsbusinessacademy@gmail.com
- facebook.com/bsba.ge
- რეგისტრაციის ფორმა