საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCad (2 D და 3ds Max)

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია

სასერტიფიკატო პროგრამა საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა  AutoCad -ში

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

რეგისტრაციისათვის მობრძანდით შავი ზღვის ბიზნეს აკადემიაში, მისამართზე: ბათუმი, ყოფილი ტურგენევის 14

ტელ: 555 50 60 44.  ელ.ფოსტა: bsbusinessacademy@gmail.com

 პროგრამის სახელწოდება:  საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა  AutoCad (2 D და 3ds Max)

  • პროგრამის საფეხურები: ორი საფეხური
  • პირველი საფეხური – საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა  AutoCad (2 d)
  • მეორე საფეხური – სამგანზომილებიანი მოდელირება და ვიზუალიზაცია Autodesk 3ds Max
  • თითოეული საფეხურზე პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს, შეხვედრები კვირაში 3–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს;
  • სწავლების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
  •  პროგრამის განხორციელების ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველო. ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 116, ტელ: (+ 995 422) 27 24 79.  ელ.ფოსტა: bsbusinessacademy@gmail.com 
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) ოპერატორი, რომელსაც შეუძლია: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ნახაზების აგება და ავტომატიზირებული დაპროექტების სისტემების მართვა.

პროგრამის სწავლის შედეგი:

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ნახაზის აგება, ნახაზის რედაქტირება, ნახაზის ანოტირება, სტილების შექმნა, ფაილებზე სხვადასხვა სახის მოქმედებები, საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება, ობიექტის სამგანზომილებიანი მოდელირება, ობიექტის რედაქტირება, საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.

პირველი საფეხურის 2 D პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  1. არქიტექტურული, სამშენებლო და კონსტრუქციული ნახაზების აგება;
  2. ნახაზების რედაქტირება;
  3. ნახაზების ანოტირება;
  4. სახვადასხვა ტიპის ფაილების გამოყენება;
  5. საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.

მეორე საფეხურის 3 D პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია

  1. ობიექტის  სამგანზომილებიანi მოდელირება;
  2. ობიექტის რედაქტირება;
  3. საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.

სწავლების მეთოდოლოგია სწავლების მეთოდები: თეორიული მეცადინეობა (სალექციო სწავლება),  პრაქტიკული მეცადინეობა (ჯგუფში პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება) სასწავლო პროცესი ემყარება შემდეგ მეთოდებს:

  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი – ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ.
  • ჯგუფური მუშაობა  – წარიმართება შესასწავლად მიცემული მასალის ირგვლივ კითხვა-პასუხისა და რელევანტურ საკითხებზე მცირე დებულებების ჩამოყალიბებით (გამოკითხვის მეთოდი).
  • დემონსტრირების მეთოდი –  შედეგის ეფექტიანიად მიღწევის მიზნით ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენა.
  • პრაქტიკული მეცადინეობა – მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გასავითარებლად, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკის კონკრეტული მაგალითებზე მუშაობა. ყოველი თემის ბოლოს ტარდება შეფასება, მიწოდებული მასალის ათვისების შესამოწმებლად. 

შეფასების კრიტერიუმები და სერთიფიცირება:სერტიფიცირების პროცესი ტარდება პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების სახით (მაქსიმალური ქულა – 40). მსმენელებს შესასრულებლად მიეცემათ 4 პრაქტიკული სავარჯიშო, თითოეული საკითხი ფასდება 1-10 ქულით. დადებითი შეფასების მოპოვების წინაპირობაა დადგენილ ქულათა მინიმუმ 51 %–ის დაგროვება ტესტირებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე 10 დღის ვადაში. განმეორებით გამოცდაზე მიღებული შედეგი საბოოლოა.

  • საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებამდე
  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა,
  2. პირადობის მოწმობის ასლი და CV.
  • პროგრამებზე ჩარიცხვა მოხდება შემოსული აპლიკაციების ანალიზის საფუძველზე (გამოცდების გარეშე).
  • საკონტაქტო ინფორმაცია: შავი ზღვის ბიზნეს აკადემია ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 116 და  ჰაიდარ აბაშიძის ქ. 14 (ყოფილი ტურგენევის 14 ) კვეთაში, მეორე სართული.
  • ტელ: ტელ: 555 50 60 44. ელ.ფოსტა: bsbusinessacademy@gmail.com
  • განაცხადის ელექტრონული ფორმა.