საქართველოს მთავრობის 2018 წლის დადგენილებით დამტკიცებული “სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაიწყო მოსარგებლეთა რეგისტრაცია შავი ზღვის ბიზნესის აკადემიაში მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე “ბუღალტრული აღრიცხვა”.
პროგრამაში ჩართვა სურვილისამებრ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე
პროგრამაში ჩასართავად სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით განხორციელდება
მოსარგებლეთა რეგისტრაცია ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში, მისამართზე: ბათუმი, ტაბიძის ქ. №2ა. ტელ: (0422) 24 01 78; 24 01 85; 24 01 86; 24 01 75. ცხელი ხაზი: 1505,
მოსარგებლედ დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ მოკლევადიან პროგრამის “ბუღალტრული აღრიცხვის” ფარგლებში, კონსულტაციები გაიარონ შავი ზღვის ბიზნესის აკადემიაში შემდეგ მისამართზე: ფარნავაზ მეფის ქ. 116–ის და ჰაიარ აბაშიძის (ყოფილი ტურგენევის) 14-ის კვეთა, ტელ: 555 50 60 44.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2018 წლის 07 მაისს.