თრენინგი შესაძლებლობების გაძლიერების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით – II ეტაპი

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და გაეროს განვითარების პროგრამა ინსტიტუციური და პროგრამული თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში 2020 წლის 9-12 ივნისს, ZOOM ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდა ონლაინ თრენინგის II ეტაპი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. თრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კოლეჯის მისია და სტრატეგიული განვითარება, პროფესიული სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები, ადამიანური რესურსები, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

 15,06,2020

Previous post:

Next post: