მზარეული
- პროგრამის სახელწოდება:მზარეული
- პროგრამის ხანგრძლივობა სწავლა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს: თეორიული სწავლება შეადგენს 3 თვეს (შეხვედრები კვირაში 3 დღე, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 2 საათს); პრაქტიკა 2 თვე
- სწავლების ენა: ქართული.
- სწავლის საფასური: 1000 ლარი;
- პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს: საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავების განხორციელებას; ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავების განხორციელებას; მარტივი კერძების მომზადებას; ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძების და გარნირების მომზადებას; საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირების მომზადებას; პროდუქტისა და დამხმარე მასალების შეკვეთასა და მიღება-განთავსების განხორციელებას; კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრას;
- სასწავლო თემატიკა:
- პირველადი გადაუდებელი დახმარება;
- საკვები პროდუქტების ტექნოლოგია;
- კერძების მომზადების ტექნოლოგია;
- საკვებისა და სასმელის კალკულაცია;
- სამზარეულოს ფუნქციონირება;
- ჰიგიენური მოთხოვნები კვების ობექტებში;
- სამზარეულოს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი;
- ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება;
- საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება;
- საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება.
სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
- მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ონლაინში ან/და სასწავლებელში),
- პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
- საკონტაქტო ინფორმაცია: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 116 და ჰაიდარ აბაშიძის ქ. 14 (ყოფილი ტურგენევის 14 ) კვეთაში.
- ტელ: ტელ: 555 50 60 44.
- ელ.ფოსტა: bsbusinessacademy@gmail.com
- facebook.com/bsba.ge
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა