ტურიზმის და სატუმრო მენეჯმენტი

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია              Hospitality Management bsba.edu.ge                                                               

  • პროგრამის სახელწოდება: ტურიზმის და სატუმრო მენეჯმენტი
  • პროგრამის საფეხურები: ორი საფეხური
  • პროგრამის ხანგრძლივობა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3 დღე, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს;
  • სწავლების ენა: ქართული.
  • სწავლის საფასური: თითოეულ საფეხურზე 750 ლარი;
  • პროგრამის მიზანიპროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლეს გააცნოს ტურიზმის ინდუსტრია და შეასწავლოს სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციები და მოვალეობები, სასტუმროს ტიპები, სასტუმროს სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესები: სტუმართმასპინძლობის ძირითადი პრინციპები,  მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამირების ძირითადი პრინციპები; სასტუმროს ნომრების რეზერვაცია, სტუმრის მიღება – განთავსება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სტუმრებისა და ხელმძღვანელობისათვის. სტუმრების ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება, ზოგადი მენეჯმენტის და სამეწარმეო სამართლის საფუძვლები; სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციებს და მოვალეობებს. კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ცალკეული ნაწილების მოვალეობებს, მათ კოორდინირებას ერთმანეთთან და ასევე სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან.
  • სასწავლო თემატიკა:
  1. ინგლისური ენა სასტუმრო საქმის სპეციალისტებისთვის,
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიები,
  3. ტურიზმის ინდუსტრია,
  4. ფასწარმოქმნა ტურიზმში,
  5. ტურიზმის მარკეტინგი,
  6. შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში,
  7. საქართველოს გეოგრაფია,
  8. საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული რესურსები,
  9. საექსკურსიო მენეჯმენტი,
  10. მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯმენტი,
  11. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი,
  12. დასუფთავების სამსახური,
  13. სასტუმროს უსაფრთხოება,
  14. ღონისძიებების ორგანიზება,
  15. პრობლემური სიტუაციების მართვა სასტუმროში,
  16. მეწარმეობის საფუძვლები,
  17. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
  18. ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში,
  19. პროფესიული ეთიკა,
  20. პრეზენტაციის ტექნიკა,
  21. სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა Opera (pms).

სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში) ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა,
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დაბადების მოწმობის ასლი.