ლოგისტიკის მენეჯმენტი

  • პროგრამის სახელწოდება: ლოგისტიკის მენეჯმენტი
  • სწავლების ენა: ქართული.
  • პროგრამის საფეხურები: ორი საფეხური
  • პროგრამის ხანგრძლივობა: თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს;
  • სწავლების ენა: ქართული, რუსული.
  • სწავლის საფასური: თითოეულ პროგრამაზე 800 ლარი;
  • პროგრამის მიზანიპროგრამის მიზანია კურსით მოსარგებლეს შეასწავლოს სატრანსპორტო და სასაწყობო დოკუმენტაციის შევსება, ტვირთის შენახვა საწყობში, ნაშთების კონტროლი, სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა, ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა. კურსის გავლის შემდეგ პირს გაცნობიერებული ექნება საწარმოს რესურსების დაგეგმარების სისტემისა და მისი ლოგისტიკური მოდულების კომპლექსური საკითხები და რათა შემდგომში მზად იყოს შემდგომი სწავლისა და კარიერული შესაძლებლობებისათვის, რომელიც დაკავშირებულია საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებთან ტრანსპორტის, ლოგისტიკის, წარმოებისა თუ ლოგისტიკური მომსახურეობის სხვა სფეროებში.

სასწავლო თემატიკა:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • ბიზნესის საფუძვლები
  • ლოგისტიკის საფუძვლები
  • საწყობის ლოგისტიკა
  • საავტომობილო გადაზიდვები
  • საავიაციო გადაზიდვები
  • საზღვაო გადაზიდვები
  • სარკინიგზო გადაზიდვები
  • გადაზიდვის ხარჯების კალკულაცია
  • გადაზიდვის მომზადება
  • სამართლებლივი საკითხები ლოგისტებისათვის
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები ლოგისტიკაში
  • ლოგისტიკის მენეჯმენტი
  • ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის საფუძვლები
  • წარმოების ლოგისტიკა
  • ლოგისტიკური პროექტები საწარმოში
  • ტრანსპორტის, ტვირთის დამუშავებისა და საწყობის სისტემები
  • სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტის სახეობები
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ონლაინში),
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  3. 2 ფოტო (¾).