გაფორმდა ხელშეკრულება შავი ზღვის ბიზნესის აკადემიასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები გამოხატავენ ორმხრივ დაინტერესებას ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო სამეწარმეო სისტემის ჩამოყალიბებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის მოლარე-ოპერატორის მესამე საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული სტუდენტების პრაქტიკას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელში.
24.05.2016