მოლარე – საფინანსო და არასაფინანსო სექტორის

  • პროგრამის სახელწოდება:  საფინანსო და არასაფინანსო სექტორის მოლარე;                                           
  • პროგრამის საფეხურები: ერთი საფეხური;
  • პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 2 დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა – დღეში 2 აკადემიური საათი.
  • სწავლების ენა: ქართული;
  • სწავლის საფასური: 600 ლარი;
  • პროგრამის მიზანიპროგრამის მიზანია მოამზადოს მოლარეები, როგორც საფინანსო ისე არასაფინანსო სექტორში სამუშაოდ, რომლებსაც: ეცოდინებათ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმები და ეროვნული ვალუტის ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები, ეცოდინებათ ფულის მიღება-გამოცვლის წესები; შეეძლებათ მოახდინონ ყალბი/საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; შეეძლებათ განახორციელონ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო და საბანკო დაწესებულებებში; შეეძლებათ სავაჭრო და საბანკო დაწესებულებებში მომხმარებელთა მიღება  და მომსახურება სერვის პლუსის ნორმების დაცვით; სალაროს გახსნა/დახურვა; სალაროს და სალაროს ირგვლივ არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
  • სასწავლო თემატიკა:

  1. ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნები;

  2. ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი;
  3. სალაროს ოპერაციების განხორციელება;
  4. ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციები;
  5. სწრაფი ფულადი გზავნილები;
  6. კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  7. სერვის პლუსი;
  8. უნაღდო ანგარიშსწორების საბანკო ოპერაციები;
  9. გაყიდვების ტექნიკა;
  10. სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლის მომსახურება და პროდუქციის კონტროლი.
 სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში)  ან / და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა,
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.