მოლარე – საფინანსო და არასაფინანსო სექტორის
- პროგრამის სახელწოდება: საფინანსო და არასაფინანსო სექტორის მოლარე;
- პროგრამის საფეხურები: ერთი საფეხური;
- პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 2 დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა – დღეში 2 აკადემიური საათი.
- სწავლების ენა: ქართული;
- სწავლის საფასური: 600 ლარი;
- პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს მოლარეები, როგორც საფინანსო ისე არასაფინანსო სექტორში სამუშაოდ, რომლებსაც: ეცოდინებათ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმები და ეროვნული ვალუტის ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები, ეცოდინებათ ფულის მიღება-გამოცვლის წესები; შეეძლებათ მოახდინონ ყალბი/საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; შეეძლებათ განახორციელონ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო და საბანკო დაწესებულებებში; შეეძლებათ სავაჭრო და საბანკო დაწესებულებებში მომხმარებელთა მიღება და მომსახურება სერვის პლუსის ნორმების დაცვით; სალაროს გახსნა/დახურვა; სალაროს და სალაროს ირგვლივ არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
-
სასწავლო თემატიკა:
-
ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნები;
- ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი;
- სალაროს ოპერაციების განხორციელება;
- ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციები;
- სწრაფი ფულადი გზავნილები;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- სერვის პლუსი;
- უნაღდო ანგარიშსწორების საბანკო ოპერაციები;
- გაყიდვების ტექნიკა;
- სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლის მომსახურება და პროდუქციის კონტროლი.
სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
-
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში) ან / და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა,
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- საკონტაქტო ინფორმაცია: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 116 და ჰაიდარ აბაშიძის ქ. 14 (ყოფილი ტურგენევის 14 ) კვეთაში, მეორე სართული.
- ტელ: ტელ: 555 50 60 44.
- ელ.ფოსტა: bsbusinessacademy@gmail.com
- facebook.com/bsba.ge
- რეგისტრაციის ფორმა