მედდა-დიეტოლოგი

  • პროგრამის სახელწოდება:  მედდა-დიეტოლოგი;                                           
  • პროგრამის საფეხურები: ერთი საფეხური;
  • პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 4 ლექცია.
  • სწავლების ენა: ქართული;
  • სწავლის საფასური: 750 ლარი;
  • პროგრამის მიზანიპროგრამის მიზანია აღნიშნულ დარგში კვალიფიციური კადრების გადამზადება, რომლეთაც შეეძლებათ კვების ბლოკის მუშაობასა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება.
  • სასწავლო თემატიკა:
  1. სამზარეულოში და საწყობში პროდუქტების შემოსვლისას მათი ხარისხის შემოწმება;
  2. კონტროლი კვების პროდუქტების მარაგის სწორ შენახვაზე;
  3. სადილების კარტოთეკების შესაბამისი ყოველდღიური მენიუ-განრიგის შედგენა ექიმ-დიეტოლოგისა და წარმოების ხელმძღვანელის (შეფ-მზარეულის) მონაწილეობით;
  4. დიეტების ქიმიური შემადგენლობის კალორიულობის პერიოდული გამოთვლა და მომზადებული კერძებისა და რაციონების ქიმიური შემადგენლობის კონტროლი (ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების შემცველობა, ენერგეტიკული ღირებულება და სხვა), სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ლაბორატორიაში საანალიზოდ ცალკეული კერძების ან მთლიანად დიეტის შერჩევითი გაგზავნის გზით;
  5. პროდუქტების ჩაშვების სისწორეზე კონტროლი, მზა პროდუქტების ბრაკეჟი;
  6. კონტროლი შემოსული შეკვეთების თანახმად სამზარეულოდან განყოფილებაში კერძების გაგზავნის სისწორეზე;
  7. კონტროლი განყოფილებებთან არსებული ბუფეტების, გასაცემების ინვეტარისა და ჭურჭლის სანიტარიულ მდგომარეობაზე, ასევე მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის წესების შესრულებაზე;
  8. ორგანიზაცია და პირადი მონაწილეობა სამკურნალო კვებაში მეცადინეობების ჩატარებაზე სამედიცინო მუშაკებისა და სამზარეულოს პერსონალისათვის;
  9. კონტროლი კვების ბლოკის მუშაკების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმების დროულად ჩატარებაზე, კონტროლი სამსახურში იმ პირების არდაშვებაზე, რომლებმაც არ გაიარეს წინასწარი სამედიცინო შემოწმება;
  10. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
  11. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თვისებურებები
  12. პროფესიული ეთიკა.
  13. სურსათის უვნებლობა და ჰიგიენა HACCP, GMP, GHP.
  • არჩევითი საგანი – 13. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია.

სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში) / ან ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა,
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  3. 2 ფოტო (¾)