ფარმაცევტის თანაშემწე

  • პროგრამის სახელწოდება: ფარმაცევტის თანაშემწე
  • პროგრამის საფეხურები: ორი საფეხური
  • პროგრამის ხანგრძლივობა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3 დღე, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს. პრაქტიკა 1 თვე
  • სწავლების ენა: ქართული.
  • სწავლის საფასური: თითოეულ საფეხურზე 750 ლარი;
  • პროგრამის მიზანიპროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს: პროდუქციის ვიზუალურად შემოწმებას, იგივეობის, სასაქონლო ნიშნებისა და  რაოდენობის დადგენას, ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირებას; მომხმარებელთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპების გათვალისწინებას; მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შეგროვება–დათვალიერებას, კონსულტაციის გაწევას პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ; ანგარიშის მომზადება–ჩაბარებას პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების  შესახებ; ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვას.
  • სასწავლო თემატიკა:
  1. სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია;
  2. ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები;
  3. რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა/განმარტება;
  4. ანგარიშის წარდგენა;
  5. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  6. მცირე შეფუთვებად მზა წამლების ფორმების დაფასოება- შეფუთვა, მარკირება;
  7. მომხმარებლისთვის ბავშვთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საგნების შერჩევა;
  8. მომხმარებლისთვის მცენარეული ცხოველური და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა;
  9. პროდუქციის მიღება- განთავსება, ნაშთის პერიოდული კონტროლი;
  10. მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში;
  11. მომხმარებლისთვის მოვლის და ჰიგიენის საგნების შერჩევა;
  12. მომხმარებლისთვის სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა;
  13. მომხმარებლისთვის ავადმყოფის მოვლის და ჰიგიენის საგნების/საშუალებების შერჩევა;
  14. ანატომია-ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები;
  15. ფარმაკოლოგია,
სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

 

  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ონლაინში ან/და სასწავლებელში),
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.