სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA (PMS)

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია

  • პროგრამის დასახელება: სასტუმროს მართვის სისტემა OPERA (PMS)#OperaPMS #სასტუმრომენეჯმენტი #sastumromenejmenti
  • პროგრამის საფეხურები: ერთი საფეხური;
  • პროგრამის ხანგრძლივობა ერთი თვე, შეხვედრები კვირაში 3–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს
  • სწავლების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს სასტუმროს მართვის სისტემას.

სასტუმროს ინდუსტრიაში მართვის სისტემა ოპერა ცნობილია, როგორც OPERA (PMS), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ძირითად გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს ფრონტ ოფისის, გაყიდვების, დაგეგმვის და სხვა სერვისების კოორდინაცია. ახდენს სასტუმროს ფუნქციების ავტომატიზირებას ისეთების, როგორებიცაა: სტუმრების შეკვეთების მიღება, სტუმართა მონაცემების მართვა, სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა, გაყიდვის ობიექტების კონტროლი, სატელეფონო მომსახურეობა, სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა, გაყიდვები და მარკეტინგი, წვეულებები, საჭმელებისა და სასმელების ფასები, რესურსების მართვა, პერსონალის და სახელფასო ფონდის ამრთვა, ტექნიკური მომსახურების კონტროლი, ხარისხის კონტროლი და სხვა. სასტუმროს მართვის სისტემას შეუძლია იქონიოს ურთიერთკავშირი ცენტრალური რეზერვაციის სიტემასა და შემოსავლებისა ან ხარჯების მართვის სისტემასთან, ასევე ფრონტ ოფისთან, ბექ ოფისთან, გაყიდვების ობიექტებტან, დასუთავების სამსახუთან და სხვა სისტემებთან.

  • პროგრმის თემატიკა:
  1. ტუმრების შეკვეთების მიღება,
  2.  სტუმართა მონაცემების მართვა,
  3. სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა,
  4. გაყიდვის ობიექტების კონტროლი,
  5. სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა,
  6. საჭმელებისა და სასმელების ფასები.

სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში),
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  3. 2 ფოტო (¾)