სატუმრო მენეჯმენტი

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია                                                                             Hospitality Management bsba.edu.ge

  • პროგრამის სახელწოდება: სატუმრო მენეჯმენტი
  • პროგრამის საფეხურები: სამი საფეხური
  • პროგრამის ხანგრძლივობა თითოეული საფეხურზე შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში  2 საათს;
  • სწავლების ენა: ქართული.
  • სწავლის საფასური: თითოეულ პროგრამაზე 750 ლარი;
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციები და მოვალეობები, სასტუმროს ტიპები, სასტუმროს სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესები: სტუმართმასპინძლობის ძირითადი პრინციპები,  მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამირების ძირითადი პრინციპები; სასტუმროს ნომრების რეზერვაცია, სტუმრის მიღება – განთავსება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სტუმრებისა და ხელმძღვანელობისათვის. სტუმრების ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება, ზოგადი მენეჯმენტის და სამეწარმეო სამართლის საფუძვლები; სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციებს და მოვალეობებს. კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ცალკეული ნაწილების მოვალეობებს, მათ კოორდინირებას ერთმანეთთან და ასევე სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან.
  • სასწავლო თემატიკა:
  1. ინგლისური ენა სასტუმრო საქმის სპეციალისტებისთვის,
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიები,
  3. მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯმენტი,
  4. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი,
  5. დასუფთავების სამსახური,
  6. სასტუმროს უსაფრთხოება,
  7. ღონისძიებების ორგანიზება,
  8. პრობლემური სიტუაციების მართვა სასტუმროში,
  9. ტურიზმის მარკეტინგი,
  10. საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული რესურსები,
  11. მეწარმეობის საფუძვლები,
  12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
  13. ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში,
  14. პროფესიული ეთიკა,
  15. პრეზენტაციის ტექნიკა,
  16. სასტუმროსმართვისკომპიუტერულიპროგრამა.

სერტიფიკატი

  • სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
  • სერტიფიცირების პროცესი ტარდება ტესტირების და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების სახით. დადებითი შეფასების მოპოვების წინაპირობაა დადგენილ ქულათა მინიმუმ 51 %–ის დაგროვება, ტესტირებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე 10 დღის ვადაში.
  • საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებამდე
  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში),
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  3. 2 ფოტო (¾).