საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCad (2 D და 3ds Max)

შავი ზღვის ბიზნესის აკადემიაAutocard 2d 3d საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა

  • პროგრამის სახელწოდება:  საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა  AutoCad (2 D და 3ds Max)
  • პროგრამის საფეხურები: ორი საფეხური
  • პირველი საფეხური – საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა  AutoCad (2 d)
  • მეორე საფეხური – სამგანზომილებიანი მოდელირება და ვიზუალიზაცია Autodesk 3ds Max
  • პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
  • სწავლების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) ოპერატორი, რომელსაც შეუძლია: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ნახაზების აგება და ავტომატიზირებული დაპროექტების სისტემების მართვა.

პროგრამის სწავლის შედეგი:

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ნახაზის აგება, ნახაზის რედაქტირება, ნახაზის ანოტირება, სტილების შექმნა, ფაილებზე სხვადასხვა სახის მოქმედებები, საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება, ობიექტის სამგანზომილებიანი მოდელირება, ობიექტის რედაქტირება, საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.

პირველი საფეხურის 2 D პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  1. არქიტექტურული, სამშენებლო და კონსტრუქციული ნახაზების აგება;
  2. ნახაზების რედაქტირება;
  3. ნახაზების ანოტირება;
  4. სახვადასხვა ტიპის ფაილების გამოყენება;
  5. საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.

მეორე საფეხურის 3 D პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია

  1. ობიექტის  სამგანზომილებიანი მოდელირება;
  2. ობიექტის რედაქტირება;
  3. საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.

სერტიფიკატი – საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).  

  • მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება სასწავლებელში),
  2. პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
  3. 2 ფოტო (¾).