9, 10 და 11 სექტემბერს შავი ზღვის ბიზნესს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა მოდულური პროგრამების დანერგვის გარე მხარდაჭერის ექსპერტი ქეთევან ლომაია,  ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დაწესებულების ადმინისტრაციასთან, მოდულური პროგრამების დანერგვის პროცედურებთან და მოდულურ პროგრამებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ზემოდხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით გაცემულ იქნა რეკომენდაციები.

{ 0 comments }

16 და 17 ივნისს შავი ზღვის ბიზნესს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მოდულური პროგრამების დანერგვის გარე მხარდაჭერის ექსპერტი ქეთევან ლომაია, 16 ივნისს ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი გაეცნო აკადემიაში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგადაც დაწესებულების თანამშრომლებმა  მიიღეს რეკომენდაციები მოდულური პროგრამების დანერგვისა  და შიდა დაკვირვების  კითხვარების წარმოებასთან დაკავშირებით. 17 ივნისს მოხდა შავი ზღვის ბიზნეს აკადემიის ბაზის დათვალიერება, ამავე დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა გარე მხარდამჭერი  ჯგუფის სპეციალისტსა და აკადემიის  პერსონალს შორის, სადაც განხილულ იქნა მოდულური პროგრამების დანერგვის პროცედურები.

18,06,2017

{ 0 comments }

შეხვედრა მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებთან დაკავშირებით

მაისი 31, 2017

მიმდინარე წლის 30 მაისს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ოფისში გაიმართა შეხვედრა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებით, რომელზეც განხილული იქნა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები. 30,05,2017

Read the full article →

საბუთების მიღება

თებერვალი 28, 2017

შავი ზღვის ბიზნესის აკადემიაში მიმდინარეობს საბუთების მიღებას შემდეგ პროგრამებზე: – მიღება-განთავსების სპეციალისტი – ბუღალტერი – სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი – ბანკის მოლარე-ოპერატორი ჩარიცხვა წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე აპლიკანტთა ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით, აკადემიაში ტარდება გასაუბრება” გაიცემა სახელმწიფო დიპლომი ––––––––––––––––––– წარმოსადგენი საბუთები: სააპლიკაციო ფორმა  – ივსება ადგილზე სასწავლებელში; პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება – [...]

Read the full article →

გადაწყვეტილება

თებერვალი 28, 2017

   პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 10 თებერვალის №02 გადაწყვეტილებით შავი ზღვის ბიზნესის აკადემიას მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (საზოგადოებრივი კოლეჯი). შავი ზღვის ბიზნესის აკადემიას მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: მიღება-განთავსების სპეციალისტი, ბანკის მოლარე-ოპერატორი, სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი, ბუღალტერი. 28,02,2017

Read the full article →

ეუფორია ჰოტელ ეფართმენტს ბათუმი

დეკემბერი 21, 2016

გაფორმდა ხელშეკრულება  შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიასა და სს ეუფორია ჰოტელ ეფართმენტს ბათუმის შორის, ხელშეკრულება ითვალისწინებს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის მიღება-განთავსების  სპეციალისტის მესამე საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების პრაქტიკას სს ეუფორია ჰოტელ ეფართმენტს ბათუმი. 21.12.2016

Read the full article →

ს.ს. პროკრედიტ ბანკი

დეკემბერი 14, 2016

გაფორმდა მემორანდუმი შავი ზღვის ბიზნესის აკადემიასა და პროკრედიტ ბანკს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული სტუდენტების პრაქტიკას პროკრედიტ ბანკში. 14.12.2016

Read the full article →

სასტუმრო ჩაო

დეკემბერი 14, 2016

გაფორმდა ხელშეკრულება  შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიასა და შპს ჩაოს– სასტუმრო  ჩაოს შორის, ხელშეკრულება ითვალისწინებს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის მიღება-განთავსების  სპეციალისტის მესამე საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების პრაქტიკას სასტუმრო ჩაოში. 14.12.2016

Read the full article →

მემორანდუმი სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან

ოქტომბერი 31, 2016

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის ბიზნესის აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის ბუღალტერის მეხუთე საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების პრაქტიკას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესაბამის დეპარტამენტებში. 31,10,2016

Read the full article →

ხელშეკრულება ბარამი ლოჯისტიკსთან

ოქტომბერი 15, 2016

გაფორმდა ხელშეკრულება შავი ზღვის ბიზნესის აკადემიასა და ბარამი ლოჯისტიკსს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს  შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის სატრანსპორტო ლოჯისტიკის ოპერატორის მეოთხე საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული სტუდენტების პრაქტიკას ბარამი ლოჯისტიკსში 15.10.2016

Read the full article →