როგორ ჩავაბარო?

დაწესებულებაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები:

  1. სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ ადგილზე, ჩვენს სასწავლებელში;
  2. პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ ადგილზე, ჩვენს სასწავლებელში;
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. საბაზო განათლების / სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო /  სრული საფეხურის დაძლევის გარეშე;
  5. 2 ფოტო (¾).

პროგრამებზე დაშვების წიაპირობა:

  • მიღება-განთავსების სპეციალისტი - პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება;  
  • ბუღალტერი   - პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  სრული ზოგადი განათლება;
  • სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი - პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება;
  • ბანკის მოლარე-ოპერატორი - პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება.

აპლიკანტთა ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით, აკადემიაში ტარდება გასაუბრება.

საბუთები მიიღება ყოველ დღე კვირის გარდა, 11:00–დან 19:00 საათამდე.

დაგვიკავშირდით ან/და შეავსეთ განაცხადი, განაცხადის შევსებიდან 1 დღის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პირობებს.